მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

вторник, 3 марта 2015 г.

მეცხრე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე ყველაზე საიტერესო იყო. წარვადგინე ჩემი პრეზენტაცია  და მოვისმინე ჩემი კოლეგებისაც. შევიძინე დიდი გამოცდილება, რაც დამეხმარება მომავალში უკეთ დავგეგმო და განვახორციელო პროექტები.
დიდი მადლობა თამუნას. ბევრი რამ ვისწავლე მისგან.

воскресенье, 22 февраля 2015 г.

მეექვსე დღის რეფლექსია
დღეს გავეცანით საავტორო უფლებებს, მეთოდებს უკუკავშირის მისაღებად. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო ვორდში  ნაწერის ხელახალი გადახედვა, კომენტირება და შესწორება. ბლოგზე გამოვაქვეყნე ჩემი პრეზენტაცია.
თამუნას დიდი მადლობა ყვალაფრისთვის

суббота, 21 февраля 2015 г.

მეხუთე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე ძალიან საიტერესო იყო. გავაკეთე შეფასების დროის ჩარჩო.
გავიხსენე პოვერ პოინტში მუშაობა და თამუნას დახმარებით  შევქმენი პრეზენტაციისთვის სლაიდ შოუ და შევარჩიე დიზაინი.


воскресенье, 15 февраля 2015 г.

მეოთხე დღის რეფლექსია
დღეს განხილული მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ან განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება.
ჩემთვის საიტერესო იყო ბლობზე ინფორმაციის განთავსების შესწავლა და ჯიმაილზე ინფორმაციის შენახვა.
თამუნა მადლობა იმ მოთმინებისთვის ჩვენ მიმართ რომ იჩენ.

суббота, 14 февраля 2015 г.

მესამე დღის რეფლექსია.
დღეს ეროვნული სასწავლო გეგმიდან ამოვიღეთ პროექტისთვის საჭირო სტანდარტის ნორმები. შემდეგ ბლუმის განახლებული ტაქსონომიიდან მოვნიშნეთ ყველა დონისთვის შესაბამისი სიტყვა და 21–ე საუკუნის უნარების განვითარებისთვის საჭირო ფორმები.
ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო ბუკლეტის ფორმაზე მუშაობა. ბევრ სიახლეს გავეცანი და ვისწავლე, რასაც გამოვიყენებ პროექტებით სწავლებისას.
თამუნასთან ძალიან მიადვილდება მუშაობა. ის თავისი საქმის პროფესიონალია.
მეორე დღის რეფლექსია
ტრენინგზე ზუსტად განვსაზღვრე ჩემ მიერ მოსამზადებელი პროექტის სახელწოდება.
ვისწავლეთ ინტელის პროგრამაში პროექტის გეგმის შაბლონთან მუშაობა. განვიხილეთ ბუკლეტის დამზადება ვორდისა და ინტელის პროგრამაში.